ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე
„წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 კაცშიც არ მოვიაზრებოდი. დღეს კი ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედალი მოგვაქვს. რომ არა ჩემი ფანტასტიური გუნდი, მე ეს ძალა არ მექნებოდა. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ასევე მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს. თითოეული თქვენგანი ჩემთვის უდიდესი სტიმულია“.
ნინა თიბილაშვილი PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და კამპანიის მხარდამჭერი ვიდეოც ჩაწერა.