საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი მთავრობის სწრაფ ცვლილებას არ ელოდა
„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უმრავლესობიდან ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის საკითხი გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.