პირველი მატჩი თურქულ გერმანიაში - ვინ წაიღო ათათურქის დროშა? - დღე მესამე
მაღვიძარას ვთხოვე გავეღვიძებინე. საუზმე ათის ნახევრამდეა, მერე სულ რომ სახე დაიკაწრო, ერთი ცალი ვაშლის მეტს არაფერს მოგცემენ. თან, თამაშის დღეა, კაცმა არ იცის, ეს დღე რას მოიტანს, იმედი კი ყველას გვაქვს, შემართება არავის აკლია.