"ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი" - ქაცარავა ცემის დეტალებს იხსენებს
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, დაკავებისას ნაცემი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქაცარავა მისი ცემის დეტალებს იხსენებს. იგი 20 მაისს გამოწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.