უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს
უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას თენგიზ ჭანიას მეგობრები უდასტურებენ, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.