Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

"რაც ამ კოშკს დამართეს სისხლის სამართლის დანაშაულია" - როგორ დაანგრიეს X საუკუნის ეროვნული ძეგლი

ხადას ხეობაში თითქმის მიწასთან არის გასწორებული მეათე საუკუნის ქოროღოს კოშკი - საზოგადოებამ მისი ნგრევის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა სრულად იყო დაშლილი. ქოროღოს ციხესთან მომუშავე ადამიანები, ვინც სავარაუდოდ კოშკი დაშალა, ამბობენ რომ ეს რეაბილიტაციის პროცესის ერთი ეტაპია და მალე კოშკს ხელახლა ააშენებენ.

ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები და ისტორიკოსები გაოგნებულები არიან ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებით. მათი შეფასებით ზიანი გამოუწორებელია - თავიდან აშენებული კოშკი მე-10 საუკუნის ძეგლად ვეღარ ჩაითვლება.

საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ძეგლის ნგრევის ამბავი პოსტ ფაქტუმ და შემთხვევით გაიგო.

10 ოქტომბერს “მემკვიდრეობის პლატფორმამ” გამოაქვეყნა ბრიტანელი ფოტოგრაფის, ავტორისა და პუბლიცისტის, პიტერ ნეისმიტის გადაღებული ფოტო, სადაც უკვე დაშლილი ქოროღოს ციხე იყო გამოსახული.

 

პიტერ ნეისმიტი ბრიტანეთში „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელი და საქართველოში საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულია. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ორი კვირის წინ ხადას ხეობაში სალაშქროდ იყო ჯგუფთან ერთად, რომლის წევრებისთვისაც საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები უნდა ეჩვენებინა და თვალებს ვერ უჯერებდა, როცა ქოროღოს ციხესთან ასულს შენობის ნაცვლად ნანგრევების გორა დახვდა.

“ეს თავზარდამცემი, საშინელი ამბავია! ხადას ხეობას ისედაც არ აკლდა პრობლემები, მაგრამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ასე დანგრევა დაუჯერებელი უბედურებაა!” - გვეუბნება პიტერი. ფოტო, რომელიც მან ქოროღოს ციხესთან გადაიღო, თბილისში დაბრუნებისას შეადარა ამ ციხის ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოს, რაც ინტერნეტში იძებნება. პიტერის გადაღებულ ფოტოზე ჩანს რომ იმ ადგილას, სადაც ერთი წლის წინ კოშკი იდგა, ახლა უწესრიგოდ დაყრილი ქვების გროვაა. ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე კი ჩანს კოშკი, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს ჩამოშლილი.

ქოროღოს ციხე, რომელიც სოფელ მიდელაურთას თავზე, მაღალი მთის კალთაზე, კლდოვანი ქარაფის პირას მდებარეობს, ღვთისმშობლის ეკლესიასთან, მცირე სამლოცველოსთან და აკლდამასთან ერთად ერთიან კომპლექსს ქმნის - როგორც მთლიანად კომპლექსს, ისე ცალკე კოშკს და ეკლესიას ეროვნული ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვთ.

 

საქართველოში სულ 8 ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აქედან მხოლოდ 1 014-ს აქვს ეროვნული ძეგლის სტატუსი. ეროვნული ძეგლის სტატუსი მაშინ ენიჭება ნაგებობას, თუ მას აქვს განსაკუთრებული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან. ქოროღოს კომპლექსს ეს სტატუსი პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა.

ადამიანები, ვინც ამ ადგილს კარგად იცნობენ, გამორიცხავენ რომ კოშკი ბულდოზერით, ტრაქტორით ან რაიმე სხვა მანქანით დაენგრიათ. ქოროღოს ციხეც და ეკლესიაც საკმაოდ მიუდგომელ მთაზეა აშენებული და ამ ადგილას მძიმე ტექნიკის მიყვანა თითქმის გამორიცხულია.

 

ფოტოების გამოქვენებიდან ერთი კვირის შემდეგ, არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და არც კულტურის სამინისტროს არ განუმარტავს როგორ და ვინ დაანგრია ქოროღის კოშკი ან არის თუ არა მისი დაშლა რეაბილიტაციის პროცესის ნაწილი.

სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელმა მედიასა და სოციალურ ქსელებში თქვა, რომ კოშკის დაშლა გადაუდებელი ღონისძიება იყო, ვინაიდან საფრთხეს უქმნიდა მის გვერდით მდებარე ეკლესიას. პროექტი, რომლის მიხედვითაც კოშკი უნდა გამაგრდეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ დაამტკიცა და სადავო არ არის. ითქვა ისიც, რომ კოშკი, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ქვების გროვაა დარჩენილი, არა მეათე საუკუნის ნაგებობა, არამედ გასული საუკუნეში აშენებული არაავთენტური ძეგლია.

ამ მოსაზრების პასუხად ხელოვნებათმცოდნე თამთა დოლიძემ გამოაქვეყნა 1952 და 1993 წელს გადაღებული ფოტოები. ორივეზე ქოროღოს ძეგლია. პირველზე დიდი ბზარებით, მეორეზე ბზარების ნაკვალევით.

 

“პირველ ფოტოზე ჩანს დიდი ბზარები, მეორე ფოტოზე კი მოვხაზე ძალიან წვრილი ფიქლით ამოყვანილი ჩანართები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა რესტავრაციამდელ ბზარებს. თუ კოშკს დაშლიდნენ და თავიდან ააშენებდნენ, ბუნებრივია არც ბზარების ადგილები შენარჩუნდებოდა და არც მათი წვრილი ფიქლით ამოვსება იქნებოდა საჭირო. ესე იგი, ძეგლზე ჩატარდა რესტავრაცია, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად ავთენტური იყო. ყველა რესტავრირებულ ძეგლს არაავთენტური და ამის გამო მარტივად გასამეტებელი თუ ვუწოდეთ, მაშინ გავასწოროთ მიწასთან სვეტიცხოველი, წრომი, არც ისინი არიან ავთენტურები” - ხსნის ის.

თამთა ქოროღოს კომპლექსის სანახავად გასულ კვირას იყო ასული ხადას ხეობაში. ის ამბობს, რომ უკვე დანგრეული ციხის გარდა საყურადღებოა ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობიც, რომელიც საეჭვო მეთოდოლოგიით და ხარისხით ტარდება.

 

რაც შეეხება ციხეს, თამთას არ სჯერა, რომ არ არსებობდა ამ ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობა. მას არც ის ამშვიდებს, რომ მიწასთან გასწორებული კოშკის ხელახლა აშენება იგეგმება.

“მეათე საუკუნის ძეგლი ვეღარ იარსებებს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილება. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანიია რომ ეს არ იქცეს რეაბილიტაციის მიღებულ პრაქტიკად, ძეგლის დაშლა-აწყობა.”

კოშკი რომ ნამდვილად მეათე საუკუნისაა, ავთენტურია და 1954 წელს მასზე მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, იციან ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც კომპლექსის რეაბილიტაციის გეგმის შესასყიდად არის შედგენილი, ნათლად წერია რომ ზურგიანი კოშკი მეათე საუკუნის ნაგებობაა, ამ კომპლექსში შემავალი შენობებიდან ყველაზე ძველია და ეროვნული ძეგლის სტატუსს ატარებს.

ამ დოკუმენტში “მძიმედ” მხოლოდ ეკლესიის მდგომარეობაა შეფასებული, კოშკზე კი ნათქვამია, რომ ეს ამ კომპლექსის ყველაზე ძველი შენობაა.

2019 წელს ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პაატა კურტანიძეა. სწორედ მას ეკუთვნის გეგმა, რომლის მიხედვითაც ახლა მეათე საუკუნის ძეგლი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში კურტანიძემ სახელმწიფოსგან 37 700 ლარი მიიღო. რადიო თავისუფლებამ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

 

“წარმოუდგენელი ამბავია !” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა მეფარიშვილი, არქიტექტორი და ტრადიციული ქართული საცხოვრისის მკვლევარი.

“რასაკვირველია, [კოშკს] დაზიანება ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ სჭირდა საიმისო რომ ასეთი სასწრაფო წესით და არაპროფესიონალური გზით ყოფილიყო დაშლილი. დაშლილს ვერც ვარქმევ, აშკარად დანგრეულია”. მას ეეჭვება, რომ კოშკს შესაძლოა გვერდით მდგომი ეკლესია დაეზიანებინა. ძეგლები ერთი მეტრის დაშორებით იდგა და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო, ეკლესიის სახურავს კოშკიდან ჩამოვარდნილი ქვა მოხვედროდაო - ამბობს მეცნიერი.

ნანას არაერთ მნიშვნელოვან სარესტავრაციო პროექტზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის მუცოს აღდგენაზე პირიქითა ხევსურეთში. ის გვიხსნის, რომ ქვით ნაშენი ნაგებობების დაშლისას, თუკი მისი გადარჩენის სხვა გზა არ არის, გარდა ხელახლა აწყობისა, ყველა დეტალის სათანადო აღრიცხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ქვების ავთენტური ადგილიდან გადმოტანისას გარდა ფოტოფიქსაციისა, კეთდება ხელით ანაზომის გადმოღება და ჩახატვა, ინომრება და ინიშნება ყველა დეტალი, რომ მერე ისევ იმ ადგილას დაბრუნდეს. ახლა ისიც არ ჩანს, ეს ქვები მთელი ყრია თუ დატეხილი. ვერ ვხვდები რა ედგა იმას წინ, რომ გამორჩეული ქვები მაინც ცალკე დაეწყოთ” - კითხულობს ნანა.

ქოროღოს ციხის განსაკუთრებით გამორჩეული ქვა ქტიტორების რელიეფია, რომელზეც გამოსახულები არიან ეკლესიის მაშენებლები ხელში ეკლესიის გეგმით, რაც საკმაოდ იშვიათი გამოსახულებაა. “გეგმით მაშენებლები” არა მხოლოდ ქართული არქიტექტურისა და იკონოგრაფიისთვის, მსოფლიო მასშტაბითაც საყურადღებო გამონაკლისია.

“თუ შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაზე რაიმე ილუსტრაცია იბეჭდება ხოლმე დასავლურ პუბლიკაციებში, ერთ-ერთი ქოროღოს რელიეფებია. ბედის ირონიაა, ათასი წლის უკან ქოროღოში გაკეთებული მანიფესტი: საქმის წარმოება გეგმით უნდა განხორცილდესო, სწორედ ქოროღოში დაირღვა…” - წერს ფეისბუკზე ირინე გივიაშვილი, ხელოვნების ისტორიკოსი და ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.

ქვა, რომელზეც ქტიტორები არიან გამოსახულები, ახლა კოშკის ნანგრევებშია ჩაყოლილი და დიდი ალბათობით დაზიანებულია. იგივე მდგომარეობაშია კოშკის წარწერიანი ქვა, წარწერით : "ქრისტე შეიწყალე ქართე".

“2013 წელს გადავიღე ქოროღოს კომპლექსი, მას შემდეგ მანდ არ ვყოფილვარ. ბზარების ამოვსება და გამაგრება თავისუფლად შეიძლებოდა. ის, რაც ამ კოშკს დამართეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა დასასჯელია ვინც ეს გააკეთა” - ამბობს არქეოლოგი, გიორგი გოგოჭური.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კულტურული მემკვდირეობის დაზიანების ან განადგურების სასჯელი ჯარიმა ან თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთაა. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანების შემთხვევაში სასჯელი იმატებს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა, ამგვარი ძეგლის განადგურება კი ისჯება თავისუფლების ვადის აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტების გამო დაწყებული გამოძიებები, როგორც წესი არასოდეს მთავდება დამნაშავის პოვნით და დასჯით. 2017-2022 წლებში ამ მუხლით გამოძიება 75 შემთხვევაზე დაიწყო და მათგან გახსნილია მხოლოდ 7 საქმე.

“ამაზე რეაგირება რომ არ მოხდება ახლა, მერე წავა და სხვაც გააკეთებს. არაფერი არ მუშაობს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, არც დაჯარიმების, არც დანაშაულზე პასუხისგების, არც ცუდი ხარისხის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების - ყველაფერი მოშლილია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა მეფარიშვილი.

ხადას ხეობაში ქოროღოს გარდა ათობით ციხეა - ეს ადგილი ისტორიაში “60 ციხის ხეობის” სახელით არის ცნობილი, რომელთა ნაწილი თავდაცვითი ნაგებობების გარდა განძის სამალავადაც გამოიყენებოდა. მაგალითად, ქოროღოს კომპლექსის სამალავში აღმოჩენილი XI საუკუნის სპილოს ძვლის ღვთისმშობლოს ხატი, ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ჭედური ფირფიტები დღეს ეროვნული მუზეუმის ფონდების ნაწილია. 

ქოროღოს ციხის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოს არ განუმარტავს, რა ბედი ელით ხადას ხეობის სხვა ძეგლებს და იგეგმება თუ არა სხვა ისტორიული ნაგებობების რესტავრაციაც. არც ის არის ცნობილი, რატომ დადგა დღის წესრიგში თავად ქოროღოს ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის საჭიროება და თანაც ასეთი რადიკალური ზომების გამოყენებით.

ხადას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საფრთხე, გარდა საეჭვო კვალიფიკაციის რესტავრაციებისა, კობი ქვეშეთის ახალი მაგისტრალია, რომელმაც საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა უნდა დაამოკლოს. გარემოს დამცველები და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალიტები თავიდანვე საშიშად მიიჩნევდნენ ამ გზის მშენებლობას ხადას ხეობის უნიკალური ლანდშაფტისა და მდიდარი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებისთვის. 

არქიტექტურის გარდა ხეობა საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც. იმის საილუსტრაციოდ, რომ ახალი გზის გაყვანისას სრულიად უგულვებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, გიორგი გოგოჭური იხსენებს BP-ის მიერ ნავთობსადენის გაყვანის პროცესს საქართველოში, როცა ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც მილსადენი უნდა გასულიყო, ჯერ არქეოლოგები მუშაობდნენ, რომ გამოერიცხათ არქეოლოგიური ძეგლების განადგურების საფრთხე. ხადას ხეობაში არც კულტურული ძეგლების ნუსხა შემდგარა და არც არქეოლოგებს უმუშავებიათ, მეტიც, გვირაბების გაყვანისას ტერიტორიას აფეთქებენ, რაც ამ დრომდე საღად მოღწეულ შენობებსაც აზიანებს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Еда наших: Якутская кухня в уникальном проекте Food.ru



Мир

Туристов предупредили о распространении в популярной европейской стране двух смертельных инфекционных заболеваний: кровососущие клещи не щадят никого




Українські новини

Робота водієм у Таксі 571 (Київ)



Новости 24 часа

АНДРЕЙ БЕЛОУСОВ И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ОТКЛЮЧАЮТ НАСТОЯЩИХ ПИРАТОВ?!



Game News

Model viewer forensics reveal that Elden Ring: Shadow of the Erdtree's Dancing Lion boss is actually two little guys piloting it around



Москва

«Объединяем Россию!». Как столица отметит День молодёжи



News Every Day

Rashan Gary Showed No Concern When Asked About Caleb Williams



Происшествия

Росгвардейцы обеспечивают охрану правопорядка во время празднования Дня защиты детей.



Москва

Игровые мониторы Philips Evnia 27M2N3200A и 24M2N3200A предлагают новый уровень качества геймплея



Deep Purple

Deep Purple — The Well Dressed Guitar



Москва

Красноярский край вошел в пятерку регионов России с высоким экономическим потенциалом



Уимблдон

Елена Рыбакина впервые в 2024 году сыграла на Уимблдоне



Москва

Вебкам-студия MONTANA в Санкт-Петербурге



Спорт

«Спорт вдохновляет»: судебные приставы Кузбасса приняли участие в молодежном спортивно-туристическом мероприятии «Гонка профсоюзов - 2024»



Симферополь

В Симферополе предупредили об антитеррористических учениях



Москва

Нижний Новгород вошёл в топ древних славянских городов для отдыха



Москва

Собянин: 17 московских стационаров работают в полностью цифровой среде



Москва

Нижний Новгород вошёл в топ древних славянских городов для отдыха



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Горожанам расскажут о правилах использования земель в границах особо охраняемых природных территорий





Путин в России и мире
Москва

Президент Конго Сассу-Нгессо прибыл в Москву на переговоры с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусские рабочие будут строить АЭС в России




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Начинка — нацизм": Захарова вскрыла истинную суть Киева после слов приспешника Зеленского о Крыме


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Земфира

Певицу Земфиру заметили в столичной стоматологической клинике в очереди к врачу



Москва

Красноярский край вошел в пятерку регионов России с высоким экономическим потенциалом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net