სიწმინდეები, რომლებსაც ებრაელები და პალესტინელები ვერ იყოფენ
ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს რელიგიური ასპექტებიც აქვს. ორად გახლეჩლი იერუსალიმი და ჰებრონი საერთო წინაპრების ფონზე. რა ყოფს და რა აერთიანებს ებრაელებსა და პალესტინელებს? რადიო თავისუფლება ესაუბრა ილიაუნის პროფესორს შედარებითი თეოლოგიის მიმართულებით, მალხაზ სონღულაშვილს.