17 ივლისს ოთხი უკრაინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს
![17 ივლისს ოთხი უკრაინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-1f21-08db86c1d3a6_cx0_cy2_cw0_w800_h450.jpg)
ოთხი უკრაინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა 17 ივლისს რუსეთის მიერ წარმოებულ იერიშებს - იუწყებიან რეგიონების მესვეურები 18 ივლისს.
დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის მხრიდან შეტევის შედეგად დაიღუპნენ 52 წლის ქალი და 49 და 52 წლის მამაკაცები, - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო. სამხრეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში, დაიღუპა 72 წლის ქალი, - ამბობს გუბერნატორი იური მალაშკო.
გაეროს შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასული თვის ჩათვლით, დაღუპულია 9 177 სამოქალაქო პირი, დაჭრილია - 15993-ზე მეტი.