გამოძიებამ გამოავლინა სათვალთვალო პროგრამის ათობით სამიზნე რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის ჟურნალისტების ჩათვლით
![გამოძიებამ გამოავლინა სათვალთვალო პროგრამის ათობით სამიზნე რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის ჟურნალისტების ჩათვლით](https://gdb.rferl.org/07bd0000-0aff-0242-2609-08da3983d596_w800_h450.jpg)
ერთობლივი გამოძიებით, რომელშიც რამდენიმე ინტერნეტ დამკვირვებელი და უფლებადამცველი ჯგუფი მონაწილეობდა, გაირკვა, რომ სულ მცირე, ათი საჯარო პირი სომხეთში, მათ შორის "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო "თავისუფლების" ერევნის ბიუროს ორი ჟურნალისტი და ასევე ასობით ტელეფონის ნომერი აზერბაიჯანში, სათვალთვალო კომპიუტერული პროგრამის, Pegasus-ის სამიზნე აღმოჩნდა.
ისრაელის NSO ჯგუფი დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედია-კონსორციუმმა 2022 წლის ივლისში განაცხადა, რომ მისი სათვალთვალო პროგრამა Pegasus-ი გამოყენებული იქნა იმ მობილური ტელეფონების გატევის მცდელობებისას, რომლებიც ეკუთვნოდა ათზე მეტ ახლანდელ თუ ყოფილ მსოფლიო ლიდერს, ჟურნალისტს, უფლებადამცველს, ბიზნესმენს და ხელმძღვანელს დაახლოებით 50 ქვეყნიდან.
ერთობლივი გამოძიება, რომლის შედეგები 25 მაისის ანგარიშში გამოქვეყნდა, მიუთითებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტზე, როგორც ჯაშუშობის მცდელობის მიზეზზე 2020 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის დეკემბერს შორის.
გამოძიებას კონკრეტულად აზერბაიჯანი არ დაუდანაშაულებია არასწორ ქმედებებში, მაგრამ გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ Pegasus-ის კომპიიტერული პროგრამა "ფართოდ" გამოიყენებოდა ქვეყნის მიერ და მის სამიზნეს წარმოადგენდა "ჟურნალისტების ფართო სპექტრი".
ანგარიშის თანახმად, რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანამშრომლები, კარლენ ასლანიანი და ასტღიკ ბედევიანი იყვნენ მათ შორის, ვინც სამიზნე გახდა, როგორც გამოძიებამ აჩვენა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.