ზელენსკი საუბრობს პოლონეთის პოტენციალზე, უხელმძღვანელოს "თვითმფრინავთა კოალიციას"
უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას დასავლეთის ქვეყნების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება.
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში და განაცხადა, რომ შესაძლებელია ანალოგიური "თვითმფრინავების კოალიციის" ფორმირებაც.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოვიდა პირობით, რომ უკრაინას მიაწვდის კიდევ მეტ MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.
ვაშინგტონსა და უკრაინის დამხმარე დასავლეთის სხვა ქვეყნებს შორის ჯერჯერობით არ არის შეთანხმება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე.