პროექტი Gulagu.net-ი წყვეტს რუსეთიდან დისიდენტი სამხედროების ევაკუაციას
პროექტ Gulagu.net-ის დამფუძნებელმა, ვლადიმერ ოსეჩკინმა განაცხადა, რომ აჩერებს უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგე რუსი ჯარისკაცების საზღვარგარეთ ევაკუაციის პროგრამას. ოსეჩკინის თქმით, პროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მიერ რეკომენდებულმა ყოფილმა რუსმა მედესანტემ პაველ ფილატიევმა აქტივისტებთან საუბარში მის მიერ ომის დანაშაულის ჩადენა აღიარა.
„როგორც შვედმა ჟურნალისტმა, ერიკ დე რეგერმა დაადგინა, იმ მომენტისათვის, როდესაც 2022 წლის ივლისის ბოლოს ჯერ წერილები გამოგვიგზავნა, აგვისტოში ჩვენთან პირველ ინტერვიუმდე და შემდეგ ფრანგ ჟერნალისტების შეხვედრამდე, პაველ ფილატევმა იცოდა, რომ რუსეთის სადესანტო ჯარებში მისი თანამებრძოლების და მისი მიერ დაკავებული რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი შემდგომში დახვრიტეს და ჩამოახრჩვეს“, - წერს ოსეჩკინი.
ფილატიევმა მოგვიანებით უთხრა ოსეჩკინს, რომ ინფორმაცია [უკრაინელი ჯარისკაცების] სიკვდილით დასჯის შესახებ მას ყოფილმა კოლეგებმა წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მიაწოდეს, ამიტომ ავტორს ინტერვიუს ტექსტში ამ დანაშაულების შესახებ არაფერი უთქვამს.
Gulagu.net-ში არ იციან პავლე ფილატიევის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. ოსეჩნიკი აზუსტებს, რომ ყოფილმა რუსმა სამხედრომ უარი თქვა მისულიყო პარიზში მდებარე საელჩოში და ჩვენებამიეცა უკრაინის პროკურატურის გამომძიებლებისთვის.
ფილატიევმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ვლადიმერ ოსეჩკინმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს ფონდ New dissidents foundation ხელმძღვანელის პოსტი, ფონდისა, რომელიც რუსეთიდან რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ევაკუაციით არის დაკავებული.
New dissident foundation-ი და პროექტი Gulagu.net-ი ყოფილ სამართალდამცავებსა და სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის დატოვებასა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ორგანიზაციები რუსეთიდან წასვლაში რამდენიმე ყოფილ სამხედროს, მათ შორის პაველ ფილატიევსა და კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ ტომსკელ, ანდრეი მედვედევს, დაეხმარნენ.
პაველ ფილატიევმა სამხედრო-საჯარო ძალების ბრიგადის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფართომასშტიანი ინტერვენციაში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ თვალის დაავადების გამო ფრონტიდან დაბრუნდა. დემობილიზაციიდან წელიწადნახევრის შემდეგ მან გამოაქვეყნა წიგნი "ZOV 56", რომელშიც დაგმო რუსეთის აგრესია. ხოლო 2022 წელს მან დატოვა რუსეთი.