გარდაიცვალა პერვეზ მუშარაფი, პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი და სამხედრო ლიდერი
![გარდაიცვალა პერვეზ მუშარაფი, პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი და სამხედრო ლიდერი](https://gdb.rferl.org/543f16b7-61e5-443a-8199-e3d776e79881_w800_h450.jpg)
გარდაიცვალა პერვეზ მუშარაფი - რომელიც პაკისტანის ხელისუფლებაში მოვიდა უსისხლო გადატრიალებით და შემდეგ ქვეყანას უხელმძღვანელა აშშ-ის მიერ ავღანეთში, თალიბანის წინააღმდეგ წარმოებულ, 11 სექტემბრის შემდგომ ომში - აცხადებენ ოფიციალური პირები 5 თებერვალს. მუშარაფი 79 წლის იყო.
საგანგებო ძალების ყოფილი მეთაური, მუშარაფი, პრეზიდენტი გახდა ბოლო შემთხვევით იმ სამხედრო გადატრიალებებში, რომლებიც პაკისტანს თან სდევს მისი დაარსებიდან, 1947 წელს ინდოეთისგან სისხლიანი გამოყოფის პერიოდიდან.
მუშარაფი ამ, ბირთვული სახელმწიფოს მეთაური იყო 1999 წლის გადატრიალების შემდეგ, ინდოეთთან დაძაბულობის, ბირთვული იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული სკანდალის და ისლამისტური ექსტრემიზმის აღზევების ფონზე. ის პოსტიდან 2008 წელს გადადგა.