ევროკავშირი ბოსნიას მოუწოდებს შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან
![ევროკავშირი ბოსნიას მოუწოდებს შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან](https://gdb.rferl.org/0c530000-0aff-0242-1833-08da9fce96dd_w800_h450.jpg)
ევროკავშირმა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაასრულოს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
"ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მოლოდინი [გვაქვს] ბოსნია-ჰერცეგოვინისგან, რაც არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან" - უთხრა ბოსნიაში ჩასულმა ევროკავშირის დელეგაციამ რადიო თავისუფლებას 30 იანვარს.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო და მისგან მოელიან სანქციების და სავიზო პოლიტიკის ევროკავშირისასთან შესაბამისობაში მოყვანას.