სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე ქალაქ დნეპრში
14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან სახლზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი (19:40 საათის მონაცემებით) - აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს რუსეთის "ტერორს".
რეგიონის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო აქვეყნებს ნანგრევებად ქცეული შენობის ფოტოს. "27 პირია დაჭრილი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი" - დასძენს ის.
14 იანვარს, უფრო ადრე, უკრაინა იუწყებოდა რუსეთის შეტევებზე კიევში და სხვა ქალაქებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.