სოხუმში დააკავეს მკვლელობისთვის ძებნილი
![სოხუმში დააკავეს მკვლელობისთვის ძებნილი](https://gdb.rferl.org/0D3DCC89-E054-456F-A84E-7B444CC4E3DA_w800_h450.jpg)
სოხუმში, სახაროვის ქუჩაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს მიმდინარე წლის 20 ივლისიდან ძებნილი გარი ავიძბა.
როგორც ადრე თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური იტყობინებოდა, 17 ივლისს, დაახლოებით 20.00 საათზე, რუსლან გუდალია, იგორ გუდალია, გარი ავიძბა და ასლან ზუხბა, ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით შეიარაღებულები, Nissan Skyline მარკის ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ასლან ზუხბა, მივიდნენ ლაკობასა და 30 სექტემბრის ქუჩების გადაკვეთის ადგილთან მდებარე ლუდის ბარში, სადაც ბესლან ძიბას შეხვდნენ.
შეხვედრისას, ბესლან ძიბასა და რუსლან გუდალიას, გარი ავიძბასა და ასლან ზუხბას შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ბესლან ძიბამ განზრახ მოკლა რუსლან გუდალია და დაჭრა ასლან ზუხბა გაურკვეველი იარაღის გამოყენებით.
იგორ გუდალიამ, რომელიც ავტომობლილში იჯდა, დაუდგენელი წარმოების ავტომატური იარაღიდან სულ მცირე 10-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც მოკლა ბარში მყოფი ბესლან ძიბა.