რუსეთი და OPEC-ი ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ზეწოლას ნავთობის წარმოების გაზრდის შესახებ
![რუსეთი და OPEC-ი ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ზეწოლას ნავთობის წარმოების გაზრდის შესახებ](https://gdb.rferl.org/a8edc906-ec44-4296-bf6f-d6ca598e0aaf_w800_h450.jpg)
ნავთობის მწარმოებელი მთავარი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ წარმოების ზომიერი ზრდა, მიუხედავად ზეწოლისა ვაშინგტონის და სხვა მსხვილი მომხმარებელი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც წარმოების მეტ ზრდას მოითხოვენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შეჩერებას.
13 წევრი ქვეყნისა და მათი 10 პარტნიორისგან შემდგარმა OPEC-მა, 4 ნოემბერს კვლავ დაადასტურა ივლისში მიღებული გადაწყვეტილება, წარმოების გაზრდის შესახებ ეტაპობრივად, ყოველთვიურად.
ეს ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას საუდის არაბეთი და რუსეთი, გააგრძელებს წარმოების დღეში 400 000 ბარელით ზრდას. OPEC-ის შემდეგი შეკრება 2 დეკემბრისთვის არის დანიშნული.
აშშ არ არის OPEC-ის ალიანსის წევრი.
განცხადებაში, ჯგუფმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება წარმოების შესახებ ემსახურება "სტაბილური და დაბალანსებული ნავთობის ბაზრისა და მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას".
"თეთრმა სახლმა იმედგაცრუება გამოხატა OPEC-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ მხოლოდ ზომიერი ზრდის შესახებ და გამოთქვა გაფრთხილება, რომ, რადგან მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას საფრთხე ემუქრება საწვავის მზარდი ფასების გამო.