Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

როგორ იყო ხუდონჰესის შემთხვევაში

საბჭოთა საქართველოში ჰესების მშენებლობა მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე მეტად სოციალიზმის, უფრო ზუსტად კი, კომუნიზმის მშენებლობასთან ასოცირდებოდა. „კომუნიზმი - ეს არის საბჭოთა ხელისუფლება პლუს ელექტროფიკაცია“ - ლენინის ამ ცნობილ ფორმულაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰესების მშენებლებს აჯილდოებდნენ სტალინურ-ლენინური პრემიებით და მედლებით, აწინაურებდნენ სამსახურში, საკუთრივ ელექტროსადგურებს კი უძღვნიდნენ ლექსებს, პოემებს, მხატვრულ ტილოებსა და კანტატებს. ასე იყო ზაჰესის, რიონჰესის, ჟინვალჰესის, ენგურჰესის და სხვა ჰესების შემთხვევაში, ვიდრე ხუდონამდე. სწორედ ხუდონჰესი შეიძლება მივიჩნიოთ სამამულო "ჰესოფილიის" შემობრუნების წერტილად, ეროვნული "ჰესოფობიის" სათავედ  და ეკოლოგიური აზროვნების პირველ გამოღვიძებად, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ეროვნულ მოძრაობასთან ერთად იშვა.

შემობრუნება

„დღეს ჩვენს მიწა-წყალზე შენდება ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ვარციხჰესი, ალაზნის სარწყავი სისტემა, მადნეული, ქალაქებს ემსგავსებიან აწინდელი დაბები... მთების გულში გვირაბებიც კი უნდა გაიყვანონ... მშენებლობის ისეთი გეგმა დაისახა, წარსულში ოცნებაც რომ არ შეგვეძლო“, - წერდა მწერალი ნოდარ წულეისკირი 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობიდან გაკეთებულ საგაზეთო რეპორტაჟში „ქვეყნის არამყარი ბალავარი“, რომლის პოზიტიურ ტონში ერთადერთ პრობლემად გამოსჭვიოდა დემოგრაფიული ბალანსის დარღვევის შიში, შენიღბული ადგილობრივი კადრების სიმცირეზე ჩივილით: „ვინ უნდა განახორციელოს ეს დიდი გეგმა? ჩვენს მიწაზე ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ საკუთარი სახლ-კარი. მეზობელი შეიძლება ერთ-ორ დღეს ამოგვიდგეს მხარში, ფული გვასესხოს, სამუშაო იარაღები გამოგვიგზავნოს, მუდამდღე კი ჩვენ ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს. თუ გააკეთებს, თუ ჩამოვა და აქ დამკვიდრდება, მაშინ ჩვენს მიწას, ჩვენს ლამაზ მთა-ბარსაც ის დაეპატრონება“.

ნოდარ წულეისკირის ამ რეპორტაჟმა, სხვა სტატიებსა და ჩანახატებთან ერთად, წიგნის ფორმით [კრებული „მთისა და ბარისა“] დღის სინათლე იხილა 1987 წელს, როცა ძალას იკრებდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი თვითონ ნოდარ წულეისკირიც იყო. ამ დროისთვის გიგანტური ჰესების მშენებლობას და კავკასიონის მთებში გვირაბების გაყვანას, ეკონომიკურის და დემოგრაფიულის გარდა, უკვე შეძენილი ჰქონდა დამატებითი განზომილება: საზოგადოების ნაწილი ხმამაღლა ლაპარაკობდა მშენებლობებთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და კოლონიზატორულ სიხარბეზე.

სწორედ ნოდარ წულეისკირი და კიდევ ოცამდე სხვა მწერალი აწერდა ხელს 1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „საშიში რეციდივი“, რომელშიც საუბარი იყო ტრანსკავკასიური რკინიგზის მავნებლური პროექტის ტენდენციურ განხილვაზე საქართველოს მწერალთა კავშირსა და ტელევიზიაში:

„იმ მწერლებიდან, რომელთაც რკინიგზის პრობლემა შეესწავლათ, თავიანთი აზრი შეემუშავებინათ და სიტყვა მომზადებული ჰქონდათ, გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ, რკინიგზის მომხრეთ კი ენერგიულად სთხოვდნენ აქტიურობას... ვიდრე საგანგებოდ შექმნილი მეცნიერული კომისიები საბოლოო აზრს შეიმუშავებდნენ, ჩვენი ტელევიზია აღტყინებული ზეიმობდა არაგვის ხეობაში რკინიგზის მშენებლობას და აზეიმებდა ყველას და ყველაფერს: ადამიანებსაც და ცხვრებსაც!“

სამი ვეშაპი: ხუდონჰესი, რკინიგზა, გარეჯი

XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ეროვნულ მოძრაობას მასობრივი ხასიათი დიდწილად ეკოლოგიური ცნობიერების შემოტანითა და გავრცელებითაც მიეცა. სამშობლოს დაცვა, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად, დიდწილად ასევე გულისხმობდა მის ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვასაც.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში შეიქმნა ჯერ რუსთაველის საზოგადოების ეკოლოგიური ასოციაციის, შემდეგ კი დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების“ სახით, პირველი საპროტესტო ღონისძიებები 1987 წელს გამართა. ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის განხილვა, ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და დავით გარეჯის უდაბნოდან საბჭოთა არმიის სამხედრო პოლიგონის გადატანის მოთხოვნა - ეს ის საკითხებია, რომლებმაც გულგრილი ვერავინ დატოვა,

თუმცა ამ სამიდან ყველაზე ძნელად დასაძლევი და, შესაბამისად, საბრძოლი აღმოჩნდა ხუდონჰესის საკითხი, რადგან სადგურის ნაწილი უკვე აშენებული იყო და მის დასრულებას ითხოვდა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება და ე. წ. ტექნიკური ინტელიგენციის დიდი ნაწილი, ტრანსკავკასიური რკინიგზა კი თავისი 38 შედარებით მცირე და ერთი 23- კილომეტრიანი ე. წ. „მეორე როკის“ გვირაბით [რკინიგზა უნდა გასულიყო ფშავ­-ხევსურეთში, გაევლო ჩრდილო კავკასიაში და გადასულიყო რუსეთში] მხოლოდ ჩანასახობრივ მდგომარეობაში არსებობდა. ამასთან, პროექტს ჰქონდა ბევრი ხინჯი, რომელიც განხილვისა და დისკუსიების პროცესში გამოვლინდა. 1989 წლის 9-10 დეკემბერს თბილისში გამართულ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პირველ კონგრესზე ითქვა („ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990 წ. N 8), რომ პროექტის განხორციელება აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებდა ფშავ­-­ხევსურეთის ეკოსისტემას, რადგან რკინიგზა „ნაშალ ქანებში და მეწყერსაშიშ ზონაში“ უნდა გასულიყო.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ცოცხალ ფარად გადაეფარა ათასობით ადამიანი, მათ შორის სტუდენტი და მოსწავლე, რომლებმაც საპროტესტო აქციებით ხან პოლიგონთან, ხან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან შეუძლებელი გახადეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დავით გარეჯის უდაბნოში.

პროგრესის სახელით... მარილი სახლებში წყლად იქცევა 

საბჭოთა კავშირში, მისი არსებობის 70 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვაზე არავის უზრუნია. მიუხედავად უზარმაზარი სამთავრობო აპარატისა, მხოლოდ 1988 წელს, დაშლამდე ორი წლით ადრე, შეიქმნა ბუნების დაცვის საკავშირო კომიტეტი, რომელიც დიდწილად მხოლოდ ფორმალურად არსებობდა. სამთავრობო დონეზე მსგავსი ვითარება იყო თბილისშიც, თუმცა საქართველოში მწვანე ცნობიერებას და მოძრაობას უკვე მყარად ჰქონდა ფეხი გადგმული. XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის ქართული პრესა გაჯერებულია ეკოლოგიის საკითხებზე გამართული ღრმა და კვალიფიციური პუბლიცისტური პოლემიკით, თუმცა ყველაზე თვალსაჩინოდ ამ მწვანე სულისკვეთებით სავსე გარემოს გადმოგვცემს მწერალ ნაირა გელაშვილის ვრცელი წერილი „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“, რომელიც სამ ნაწილად გამოქვეყნდა 1989 წელს "ახალგაზრდა კომუნისტის" XIII, XIV, XV ნომრებში.

„მთელი მსოფლიო რა ხანია შეძრა ეკოლოგიურმა მოძრაობამ, რომლის ამოსავალი დებულებაა: არ შეიძლება ბუნების დაპყრობა! ბუნებისადმი აგრესია აღსასრულის საწინდარია! ხოლო მდინარე ენგურს უკანასკნელ ხანებამდე „ამშვენებდა“ წარწერა: „Ингури, мы покорим тебя!“ („ენგურო, ჩვენ დაგიპყრობთ შენ!“). აი, ამაზე წამოიძახებ სწორედ გალაკტიონის სიტყვებს: “არსებობს ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?“, - გალაკტიონის სიტყვებით კითხულობს ავტორი და შემდეგ იმაზე ცხარობს, რომ მთავრობა არ ფიქრობს უარი თქვას ამგვარ უგუნურ მიდგომაზე, „თითქოს ენგურჰესი და ჟინვალჰესი - ეს საქართველოს თავზე დაკიდებული ორი გიგანტური „დამოკლეს მახვილი“ - არ იყოს საკმარისი, თითქოს მათ მიერ გამოწვეული მსხვერპლი - ბუნების გადაგვარება, წყალში ჩაძირული ტყეები, სავარგულები, ისტორიული ადგილები და ძეგლები, ადამიანთა ფსიქიკაში წარმოქმნილი პანიკური დაძაბულობა და სხვა უარყოფითი ცვლილებები არა გვქონდეს უბედურებად ქცეული, ისევ წარბშეუხრელად გვატეხენ თავს ახალ-ახალ „გიგანტებს“: ტრანსკავკასიის რკინიგზას, ხუდონჰესს, ნამოხვანიჰესს, მინაძის წყალსაცავს, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ გრანდიოზულ ტექნიკურ ნაგებობას! მათი ნება რომ ყოფილიყო და ყველა მათი საოცნებო პროექტი განხორციელებულიყო - საქართველოს უდიდესი ნაწილი წყლის ფსკერზე ან რკინა-ბეტონის ქვეშ ამოყოფდა თავს: „პროგრესის“ სახელით!”

1989 წლის 5 მარტს ეკოლოგიურმა ასოციაციამ საპროტესტო აქცია გამართა თბილისის იპოდრომზე, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ზურაბ ჟვანია, ნაირა გელაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები... შეკრებილებს მიმართა მესტიელმა ექიმმა, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლუბა ნიჟარაძემ. მან ენგურჰესის აშენების შემდეგ სვანეთში დაწყებულ დრამატულ ცვლილებებზე ილაპარაკა:

“ჩვეულებრივ ამბად იქცა ღვარცოფები, მეწყერები და ზვავები. მოსახლეობას ზაფხულობით წვიმის ეშინია, ზამთარში - ზვავების. გამეჩხრებული ტყე ვერ აკავებს სტიქიას, ნადგურდება სავარგულები, ინგრევა კოშკები, ხავსი და ობი მოეკიდა სახლებს, სალოცავებს, ფრესკებს, იფშვნება და ხელიდან გვეცლება უნიკალური ხატ-ჯვარი, ხეხილი ხეზე ლპება, მოსავალს დაავადებები ანადგურებს, მარილი სახლებში წყლად იქცევა. დღეს ბევრი აღიარებს, რომ ენგურჰესის აგება დიდი შეცდომა იყო... ახალი წყალსაცავი მთლად უვარგისად გახდის ენგურის ხეობას ადამიანის საცხოვრებლად, მთა დაიცლება. თუ ადამიანებს ვაიძულებთ დასტოვონ თავიანთი ფუძე და სახლ-კარი, ეს იქნება ადამიანის უფლებათა ხელყოფა“.

ქართველმა მწვანეებმა სხვა არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს, მიტინგებმა მოიცვა ხაიში და მთელი სვანეთი. ხაიშის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე პიმენ კვანჭიანი ჟურნალ “საქართველოს ბუნების” IX ნომერში წერდა:

“ინგრევა მთები, ნადგურდება ფლორა და ფაუნა, იქმნება გიგანტური ეროზიების დაუშრეტელი საბადო... ხუდონჰესის მშენებლობის გამო ჯერ მარტო ხაიშიდან უნდა გადასახლდეს 300-მდე ოჯახი... გამოდის, რომ ეს “ჰესი” კი არა, აღა მაჰმად ხანის ურდო ყოფილა. სოფელი ხაიში მესტიის რაიონის ჭიშკარი იყო, რომელიც ერთი “რეტუშით” აღგავა პროექტის ავტორმა პირისაგან მიწისა”.

1989 წ., 30 ივინისი: „შეწყდეს ხუდონჰესის მშენებლობა!“

ეკოლოგია იქცა ყველა მოქალაქისა და ყველა პარტიის ზრუნვის საგნად. 1989 წლის 5 სექტემბერს ყვარელში საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი გაზეთი „დურუჯი“ N 1 (ე. წ. სამიზდატი) წერდა:

 

„დედა ბუნება საფრთხეშია!!! საფრთხეშია და ამ საფრთხის შექმნაში ბრალი მიუძღვის არა საერთოდ ქართველ ადამიანს, არამედ მისი საქმიანობის დამორჩილებას ანგარების, გამდიდრების ან ვიწრო პრაქტიციზმის ინტერესებისადმი, არაშორსმჭვრეტელობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მარიონეტული მთავრობისა და ხელისუფლების უნიათობას, გულცივობას, უმოქმედობას. უკანასკნელ პერიოდში ადგილი აქვს ეკოლოგიური ბალანსის წინასწარ განზრახულ და აშკარად დივერსიულ დარღვევას. გარდა უშუალო ეკოლოგიური კატასტროფისა, ისეთი მძლავრი ენერგეტიკული ნაგებობები, როგორიცაა ენგურჰესი და ჰუდონჰესი, განსაკუთრებით სახიფათოა საქართველოსთვის, რადგან ერი სრულ უნდობლობას უცხადებს აგრესორს. სავსებით მოსალოდნელია ეს ნაგებობები მოსკოვმა დივერსიებისთვის გამოიყენოს, რასაც უდავოდ კატასტროფული შედეგი მოჰყვება“.

1989 წლის „ქართულ ქრონიკაში“ (N 56) გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა-წესდება, რომლის პრეამბულაში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ბუნება ჩანაგდება: „ქვეყანა დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე... საქართველო არის რუსეთის კოლონია ეკონომიკურადაც. საქართველოს ეკონომიკა არის რუსეთის ერთიანი ეკონომიკის ნაწილი და სახალხო მეურნეობის დარგების განვითარება განსაზღვრულია არ საქართველოს, არამედ იმპერიის ინტერესებით“.

1989 წლის 20 მაისს რუსთაველის საზოგადოების ეკოლოგიურმა ასოციაციამ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში შეიტანა საექსპერტო კომისიის მიერ შედგენილი დასკვნა და მოითხოვა:

„საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ გამოხატოს თავისი პოზიცია ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელება-ლიკვიდაციის შესახებ უახლოეს ხანებში, რაც იქნებოდა ერთადერთი პირობა რეგიონში შექმნილი უკიდურესად დაძაბული ვითარების განსამუხტავად. დღეისთვის შეგროვებული მონაცემები სავსებით ნათლად მოწმობს, რომ აღნიშნული მშენებლობა ენგურის ხეობაში სრულიად დაუშვებელია”.

თუმცა, როგორც ფილოსოფოსი თემურ ფიფია ჰყვება სტატიაში „ვის აშინებს დამოუკიდებელი საქართველო?“ („ახალგაზრდა კომუნისტი“, N 13), ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ნაცვლად იმისა, რომ მშენებლობა შეჩერებულიყო, ხუდონჰესის აშენებით დაინტერესებულმა ძალებმა მშენებლობის ტემპი გააორკეცეს, რათა კომისია ფაქტის წინაშე დაეყენებინათ:

„სწორედ ამიტომ საჭირო გახდა წმინდა ილია მართლის საზოგადოების და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მიერ შიმშილობის აქციის მოწყობა. მთავრობის თავმჯდომარე იძულებული გახდა ჩასულიყო ხაიშში. ადგილზე ნანახმა მშენელობის უაღრესად დაბალმა ეკოლოგიურმა კულტურამ მისთვისაც კი ცხადი გახადა ექსპერტიზის დასკვნის აუცილებლობა და დაუყოვნებლივ მიაღებინა მთავრობას გადაწყვეტილება ხუდონჰესის მშენებლობის ლიკვიდაციის შესახებ“.

ხუდონჰესის მშენებლობა 1989 წლის 30 ივნისს შეწყდა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო N11 დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს ნოდარ ჭითანავა, ვკითხულობთ:

„ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ რესპუბლიკაში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის, აგრეთვე მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქ. ჯვრის მოსახლეობის და რესპუბლიკის საზოგადოებრიობის დაჟინებითი მოთხოვნის გათვალიწინებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დაუყოვნებლივ შეწყდეს ხუდონჰესის მშენებლობა და შემუშავდეს სათანადო ღონისძიებანი მისი მშენებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების სრული ლიკვიდაციისთვის”.

თემურ ფიფიას თქმით, ჰესის მრავალწლიანი მშენებლობით მიღებული უარყოფითი შედეგები თვალსაჩინო იყო, თუმცა, მისივე თქმით, მარტო ხუდონის წყალსაცავი როდი იყო ბოროტება:

„ზოგადად, არაფრით არ შეიძლება ასეთი დიდი მშენებლობის შეტანა ისეთ ერთგვარად იზოლირებულ, ტრადიიციულ ეთნოსისტემაში, როგორიც სვანეთია. სოციალურ ფისქოლოგიაში არსებობს უამრავი გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს რომ ასეთ მიკროსისტემებში უეცრად შეჭრილი ახალი ურთიერთობანი შეუქცევად სულიერ დეგრადაციებს იწვევს. უნდა დავწყნარდეთ დამოუკიდებელ საქართველომდე. სანამ არ მოგვეცემა ობიექტური ეკოლოგიური ექსპერტიზის საშუალება, აღარ დავუბრუნდეთ ხუდონჰესის მშენებლობის პროექტს“.

ტექნოკრატები vs ეკოლოგები "ინდუსტრიული ოცნების" შესახებ 

დაწყნარება დამოუკიდებელ საქართველომდე არ გამოვიდა. ფაქტობრივად, არასოდეს შეწყვეტილა დავა ხუდონჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობაზე პირობით ტექნოკრატებსა და პირობით ეკოლოგებს შორის.

ხუდონჰესს საბჭოთა ხელისუფლება და პრესა წარმოაჩენდა როგორც სამამულო ეკონომიკის მორიგ წარმატებას, რომელიც მრავალი წლის წინ დაიგეგმა და რასაც მრავალი წელი და მილიონი საბჭოთა მანეთი მოხმარდა.

650 მგვტ ხუდონჰესის მშენებლობის იდეა [კაშხლის სიმაღლე 200 მ] ჯერ კიიდევ XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დამუშავდა თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ “ჰიდროპროექტში”, 1972 წელს კი პროექტი დაამტკიცა საკავშირო საგეგმო კომიტეტმა. სადგურის მშენებლობა დაიწყო 1985 წელს და რომ არა მწვანეებისა და ეროვნული მოძრაობის აქტიურობა, ხუდონჰესის პირველი რიგის აგრეგატი 1991 წელს ამოქმედდებოდა. ხუდონჰესის მშენებლობაზე საკავშირო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 464 მლნ მანეთიდან 1988 წლისთვის უკვე დახარჯული იყო 160 მლნ მანეთი.

მდინარე ენგურის ათვისების გრანდიოზული გეგმა საბჭოთა საქართველოს „ინდუსტრიული ოცნების" ნაწილი იყო. ენგურჰესისა და ოთხი ვარდნილის კასკადის აგების შემდეგ დაიწყო ზემო დინების ათვისება. ხუდონჰესის გარდა, იგეგმებოდა ასევე ვარდნილების (600-მეგავატიანი ტობარჰესი და 69-მეგავატიანი ნენსკრის კასკადი) აგება, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი გააჩერა ნოდარ ჭითანავას 1989 წლის 30 ივნისის დადგენილებამ, რასაც თემურ ფიფიამ „უაღრესად პატრიოტული და ვაჟკაცური გადაწყვეტილება“ უწოდა.

სხვაგვარად ფიქრობდნენ ე. წ. ტექნოკრატები. 1993 წლის 22 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკაში“ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფ. მიხეილ ღოღობერიძემ სტატიაში „რა ღირს საქართველო?“ დაწერა:

„მთელ მსოფლიოში მწვანეთა მოძრაობას საწყის ეტაპზე რადიკალიზმი და პოპულიზმი ახასიათებდა და, ბუნებრივია, საქართველოს მწვანეებიც ვერ ასცდნენ ამ სენს, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და თავიანთი ხელწერა შანტაჟის ელემენტებით შეავსეს... რითაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენეს ეკონომიკასა და საზოგადოებას“.

ქართველმა სპეციალისტებმა ხუდონჰესის პროექტის გაჩერებით გამოწვეული ზარალისა და სარგებლის დათვლა 1989-1990 წლებშივე სცადეს. 1990 წლის 11 იანვარს „ახალგაზრდა კომუნისტმა“ პუბლიკაციით „საქართველოს ენერგეტიკული პრობლემები“ მკითხველს შესთავაზა კვალიფიციურ ექსპერტთა მოსაზრებები კომენტარის გარეშე.

ავთანდილ გელენიძე, სახალხო მეურნეობის ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი: „საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარება 80-იან წლებში შეჩერდა. მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების (ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ვარციხეჰესი IV საფეხური, ტყვარჩელის თბოსადგურის ახალი აგრეგატები) აშენებამ ვერ განაპირობა ელექტროენერგიის წარმოების ისეთი ზრდა, რომელიც დააკმაყოფილებდა მოთხოვნილებებს. მრეწველობაზე მოდის მოხმარების 50 %-ზე მეტი, 25 % - კომუნალურ და საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე, დანაკარგი კი 15 %-ს შეადგენს. ჰესებზე მოდის მთელი სიმძლავრის 62 %. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება 0,3 კაპიკია, თბოელექტროსადუგრების კი - 1,5 კაპიკი“.

პაატა ცინცაძე, ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტის თანამშრომელი: საქართველო აწარმოებს 14 მლრდ კვტ სთ ელექტროენერგიას. გვჭირდება 17-18 მლრდ კვტ სთ. დეფიციტი შეადგენს 3-4 მლრდ კვტ სთ-ს. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში მოდის 2 900 კვტ სთ, ანუ საშუალო საკავშირო მაჩვენებლის 60 %. საქართველოში ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 12-15 %-ია ათვისებული. მათ შორის მცირე ჰესების წილი შეადგენს 1 %-ს. ჰიდროენერგეტიკის წილი 65 %-ია, თბოენერგეტიკის - 35 %. ენერგოსისტემის კლასიკური სქემის მიხედვით კი, უნდა იყოს პირიქით.

გიორგი შიხაშვილი, საქართველოს ბუნების დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების პრეზიდიუმის წევრი, მეცნიერებათა კანდიდატი: „ინდუსტრიული მაქსიმალიზმი“, „გიგანტომანიური“ პოლიტიკის გატარება მოითხოვს სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას. დაგეგმვის ეკოლოგიური უვიცობის ქრესტომათიული ნიმუშია სამი სამრეწველო ობიექტი: ზესტაფონის ფერო, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და აზოტი, რომელთა მოხმარებამ 1987 წელს შეადგინა რესბუბლიკის მიერ მოხმარებული ენერგიის 25 %. საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიური დატვირთვა რიგ შემთხვევაში აღემატება აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც. საქართველოში 1 კვ. კმ ფართობზე იწარმოება 2,5-ჯერ მეტი ფოლადი, 2,4 - ჯერ მეტი ცემენტი, 10 %-მთ მეტი სასუქი, 20 %-ით მეტი ქიმიური ბოჭკოები. ზემოთქმულიდან ჩანს, რომ საქართველო ეკოლოგიური კრიზისის ზღურბლთან დგას“.

ხუდონჰესის ალტერნატივა

1990 წლის თებერვალში (NN 18, 21) გამოქვეყნდა პუბლიკაციები, რომელთაგან ერთი მკითხველს აუწყებდა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს ბუნების დაცვის ახალგაზრდულმა გაერთიანებამ დაასრულა კომპლექსური მეცნიერული კვლევა და დაასკვნა:

„ხუდონჰესის მშენებლობამ უკვე დიდი ზიანი მიაყენა მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემას და, რაც მეტად სავალალოა, გამოიწვია სოფელ ხაიშის და მთელი მესტიის რაიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფსიქოემოციური მდგომარეობის საგრძნობი დეგრადაცია... ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელება დაუშვებლად მიგვაჩნია“.

მეორე პუბლიკაცია კი განგაშის შეფარულ სიგნალებს უგზავნიდა მკითხველს:

„საქართველოს მოხმარებული სათბობისა და საწვავის [გაზი-ნავთობი - მთელი რაოდენობა, ქვანახშირი და დენის მნიშვნელოვანი ნაწილი) 85 % გარედან შემოაქვს. 1988 წელს საქართველოს რესპუბლიკაში დენის დეფიციტმა, ანუ სხვაობამ წარმოებულ და მოხმარებულ ელექტროენრგიას შორის, შეადგინა 3,6 მლრდ კვტ სთ. IV კვარტალში დეფიციტი იყო 31 %. ვითარება გაამძაფრა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ. საჭიროა გაზზე მომუშავე თბოელექტროცენტრების აშენება ქუთაისსა და თბილისში, ასევე მცირე ჰესებისა“.

მწვანეთა მოძრაობამ შესთავაზა ხელისუფლებას ხუდონჰესის ფული განაწილებულიყო მცირე ჰესების მშენებლობაზე, თუმცა საკავშირო საგეგმო კომიტეტმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან მოსკოვის ინტერესი იყო აშენებულიყო საკავშირო მნიშვნელობის მძლავრი ელექტროსადგური.

ხუდონჰესის პროექტის გადაკეთების ინიციატივით გამოვიდნენ ტექნოკრატებიც. 1989 წლის 22 ნოემბერს „ქართულ ფილმში“ გამოქვეყნდა პროფესორ მ. ღოღობერიძის სტატია „ფაცაფუცით ჰიდროენერგეტიკული და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები არ მოგვარდება“, რომელშიც გამოითქვა მოსაზრება, ხუდონჰესის დამტკიცებული პროექტის ნაცვლად განხორციელებულიყო სადერივაციო ელექტროსადგურის პროექტი, რაც, ავტორის თქმით, მთლიანად გამორიცხავდა იმ ნეგატიურ შედეგებს, რომლებიც თან სდევს წყალსაცავების მოწყობას: „წყალსაცავის დატბორვის ზონიდან აღარ იქნება გასასახლებელი 244 ოჯახი (1000 კაცი) და რესპუბლიკა აღარ დაკარგავს 1000 ჰექტარამდე სასარგებლო მიწას, აღარ გაიჩეხება ტყე, არ გაუქმდება საძოვრები, სათიბ-სახნავი და სხვ.“

თუმცა ამ დროისათვის ხუდონჰესის მშენებლობა უკვე გაჩერებული იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დადგენილებით და, შესაბამისად, არც ახალი წინადადება განხილულა საფუძვლიანად „ტექნიკურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ“ ჭრილში.

ხუდონიადა დაუსრულებლად - შეშინებული ძაღლი და მთვარე 

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოსკოვმა ეკონომიკური კავშირების გაწყვეტითა და ენერგეტიკული ბლოკადით უპასუხა. შესაბამისად, დისკუსიამ, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი, 1992-1993 წლებში ახალი ძალით იფეთქა. უშუქობამ და ელექტროენერგიის დეფიციტმა, ერთი შეხედვით, დამაჯერებელი გახადა ტექნოკრატების არგუმენტები. ბრალდებასათვის გაისმა „საქართველოს რესპუბლიკის“ 12 ივლისს (1993 წ., N 158) პროფესორ მიხეილ ღოღობერიძის, სტატია  „რა ღირს საქართველო?“, სადაც ვკითხულობთ: 

„გარემოს დაცვის საქმეში დილეტანტიზმს, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა აზრის გაუთვალისწინებლობას და, რაც მთავარია, ეკოლოგიურ-ეკონომიკურად და სოციალურად დაუსაბუთებელ, ნაუცბათევ, მხოლოდ შიშველ ემოციებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღებას შეიძლება აბსურდული და ქვეყნისთვის საზიანო შედეგიც კი მოჰყვეს...“

სტატიის ავტორი (საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მრჩეველი ეკოლოგიის დარგში) ლაპარაკობს აუნაზღაურებელ ზარალზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და საზოგადოებას მიადგა ხუდონჰესის მშენებლობის გაჩერებით:

„გავიხსენოთ ხუდონჰესის მშენებლობის ჯერ კონსერვაციისა და შემდეგ გაუქმების ის ყბადაღებული ფაქტი, რომელსაც საქართველოს მწვანეები დღესაც სიამაყით აღნიშნავენ და თავიანთ გამარჯვებებს მიაწერენ. არადა, ეს გადაწყვეტილება „მწვანეებმა“ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მაშინდელ მთავრობას ხომ ყოველგვარი კომპლექსური (მათ შორის ეკოლოგიური) ექსპერტიზის გარეშე, მხოლოდ მუქარითა და შანტაჟით მიაღებინეს. ...ხუდონჰესი ქვეყანას ყოველწლიურად 227 მლნ აშშ დოლარს დაუზოგავდა (თბოსადგურების საწვავის შემცირების ხარჯზე). ამასთან, კომპლექსური ექსპერტიზის (ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და საზოგადოებრი აზრის გათვალისწინებით) მშენებლობა შეიძლებოდა დამთავრებულიყო ჰესის შემცირებული პარამეტრებით ან სულ სხვა ე. წ. „დერივაციული სქემით“, წყალსაცავის გარეშე“.

სტატიაში საუბარია ასევე ქართველი ენერგეტიკოსებისათვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანზე, რაც, ავტორის თქმით, აფერხებს ჰიდროენერგეტიკის დარგის განვითარებას:

„საქართველოს ენერგეტიკოსები „შეშინებული ძაღლისა და მთვარის“ არ იყოს, ხუდონჰესის შემდეგ ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისაკენ აღარ იყურებიან (მაგიდის „ქვედა უჯრებში“ გადადეს ნამახვანის კასკადისა თუ სხვა ობიექტების პროექტები) და მთელი აქცენტი თბილსრესის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე თუ ახლის მშენებლობაზე გადაიტანეს, ობიექტებზე, რომლის საწვავი ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია და სხვა რესპულიკებიდან უნდა ვზიდოთ. ამას თან სდევს მრავალი ეკოლოგიური პრობლემა (საწვავის ტრანსპორტირება, ატმოსფეროს დაბინძურება). ასე რომ, ძვირი დაჯდა გამარჯვება ხუდონჰესზე. 1990 წელს თბოელექტროსადგურებმა და ბლოკებმა გამოიმუშავეს 6,6 მლრდ კვტ სთ ელექტროენერგია, რაზეც დაიხარჯა 6 მლნ ტონა პირობითი საწვავი (მაზუთი და გაზი), ანუ ახლო მომავალში წელიწადში დაგვჭირდება 1 მლრდ დოლარის საწვავის შეძენა და „დაწვა“. რაც მთავარია, თანხა უნდა გავიდეს ქვეყნის გარეთ, მაშინ როცა ჩვენს მდინარეებს გამოუყენებელი ჰიდროენერგია „ვალუტის“ სახით განუწყვეტლივ ჩააქვს შავ და კასპიის ზღვებში“.

სტატიის ფინალში ავტორი ამბობს, რომ ჰიდროპოტენციალის ხვედრითი წილით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, მაგრამ ამ პოტენციალის მხოლოდ 8-20 % აქვს ათვისებული.

30 წლის შემდეგაც: აშენდეს თუ არა?

საქართველოს მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს 2005 წლიდან დაუბრუნდა. კომპანია Trans Electrica Limited-ს სადგურის მშენებლობა 2018 წლისთვის უნდა დაესრულებინა. რატომღაც ჩაითვალა, რომ 80-იან წლების პროტესტი მხოლოდ კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა იყო და არა ეკოლოგიური აქტივობა. ასეთი მიდგომით, ენგურჰესის პარალელურად გაცოცხლდა ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტიც, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ირიცხებოდა „ჰიდროპროექტის“ საკავშირო ინსტიტუტის რჩეულ 908 პროექტთა შორის. არადა, ენგურჰესისა და ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებას ძველებური შემართებით შეეწინააღმდეგნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი (ვისაც ისევ არაფერი ჰკითხეს), ისე გარემოს დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც, იურიდიულ ხარვეზებთან ერთად, მიუთითებენ ასევე ეკოლოგიური აზროვნების დეფიციტზე და დაბეჯითებით იმეორებენ 30 წლის წინ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას:

„ვინ არიან ეს ადამიანები, როდის ჩამოყალიბდა ეს ჩლუნგი ფსიქიკა, როდის აღმოცენდა ამდენი “ჰომო ფაბერი,” დედაქალაქის კაბინეტებში რომ მოკალათებულან და „ერთი რეტუშით“ რომ უსჯიან სიკვდილს ძველთაძველ ისტორიულ სოფლებს, წყალში ძირავენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, სამარხ-სალოცავებს, ათასობით ჰექტარ მიწას, მიწას, რომლის ყოველი გოჯი ჩვენი წინაპრების ტანჯვა-წამებით არის შენარჩუნებული! ერთნი წყალში ძირავენ, მეორენი რკინა-ბეტონის ქვეშ მარხავენ, მესამენი - პირდაპირ ფულზე ყიდიან!“

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельская область присоединилась к акции «Единый арктический субботник-2024»



Мода

Hermès, коллекция menswear весна-лето 2025




Українські новини

Робота водієм у Таксі 571 (Київ)



Новости 24 часа

Вебкам-студия MONTANA в Санкт-Петербурге



Game News

There is an early power up in Elden Ring: Shadow of the Erdtree that basically turns the game into Sekiro, but the description is so vague I didn't realize how good it was until 40 hours later



Москва

Вебкам-студия MONTANA в Санкт-Петербурге



News Every Day

Commentator’s curse strikes immediately as LIV golf hothead Tyrrell Hatton swears live on TV after losing it at the WIND



Настроение

"Болотный перфекционизм"



Москва

Оставила еду. Жильцы рассказали, как мать-кукушка бросила сына в подъезде



Баста

Агент Щенникова ответил на вопрос о переходе защитника в "СКА-Ростов" Басты



Москва

Представители четырех стран соберутся на международном музыкальном фестивале в Воронеже



Анна Калинская

Грузия сыграла вничью с Чехией на Евро, Калинская вышла в финал Берлина. Главное к вечеру



Москва

Как выбрать лучший строительный субподряд



Россия

«Мы можем захватить любую страну». Стоит ли России бояться голода у соседей



Симферополь

Сквер имени Жириновского появится в Симферополе



Москва

Преимущества карты строек жилых и промышленных объектов в России



Москва

Собянин оценил объем поддержки создателей импортозамещающей продукции



Москва

Экологи «Россети Центр» и «Россети Центр и Приволжье» показали высокий профессионализм на Всероссийском конкурсе



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Экологи «Россети Центр» и «Россети Центр и Приволжье» показали высокий профессионализм на Всероссийском конкурсе





Путин в России и мире
Москва

"Хинди Руси бхай бхай": Россия и Индия готовят Западу "большой привет"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Белоруссии заверил Лаврова в полной поддержке




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова назвала заявление Киева о Крыме как военной цели «калькой с нацистской концепции»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

Легенда вне времени Жанна Агузарова и легенда поп-музыки Жанна Фриске:самое интересное с Премии МУЗ-ТВ 2024



Москва

Арестованного главу «Уральских заводов» подозревают в мошенничестве на 50 млн рублей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net