მთავრობა ვაშლიჯვარში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს
![მთავრობა ვაშლიჯვარში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს](https://gdb.rferl.org/5832271F-9576-4D6B-820F-F065CAFC5340_w800_h450.jpg)
25 მარტს თბილისის მერიამ ტენერი გამოაცხადა გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლის მიზანიც თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაა. 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებაზე დაიხარჯება, 6,5 მილიონი მშენებლობაზე.