საბავშვო ბაღები 1 მარტიდან გაიხსნება
![საბავშვო ბაღები 1 მარტიდან გაიხსნება](https://gdb.rferl.org/7967E935-CC83-4745-A227-556279FAFF03_w800_h450.jpg)
პირველი მარტიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გაიხსნება, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ- მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.