თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში", გადაცემა „ექიმების" წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.