გერმანიის ქალაქ გერას გარეუბანში ორი სპორტული თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
გერმანიის ქალაქ გერას გარეუბანში ორი სპორტული თვითმფრინავის შეჯახების შედეგად პილოტები დაიღუპნენ. ამის შესახებ eurointegration-ი წერს.
შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. აეროდრომთან ავარიის ადგილის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
სახანძრო ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, პოლოტები აკრობატულ სვლებს ასრულებდნენ.
აეროდრომი გამოიყენება კომერციული საჰაერო მიმოსვლისთვის, ასევე საჰაერო სპორტისთვის.