ლუჩანო სპალეტი: ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში
“ვერონა”-“ნაპოლის” (2:5) მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის კითხვა დაუსვა ქართველმა ჟურნალისტმა სალომე ხარატიშვილმა, რომელიც “ლელოსთან” თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, ეს კითხვა პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას შეეხებოდა, რაზეც სპალეტიმ ასეთი პასუხი გასცა:
“კვარა მართლაც კარგი იყო მოედანზე. ზედმეტად ემოციურია და ეს ეტყობოდა კიდეც. ფიზიკურად კიდევ უნდა მომწიფდეს და ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ძალა გამოავლინოს.
ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში, რაც დაგვანახა კიდეც. ეს კი კარგია ჩვენთვის და ასევე თქვენთვის! გასაოცარი ქვეყანა ხართ! ყოჩაღ”, – თქვა “ნაპოლის” მწვრთნელმა.