როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა
ჯანსაღი და მოვლილი თმა მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. მტვრევადი და გაყოფილი ბოლოები, თმის ცვენა, დათხელება, სხივის დაკარგვა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებსაც ერთხელ მაინც შევუწუხებივართ.
სტატიაში რამდენიმე ნაბიჯს გთავაზობთ, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ შეინარჩუნოთ თქვენი თმის ბზინვარება და სიჯანსაღე.
- დაივარცხნეთ მშრალი თმა შხაპის მიღებამდე და არა შხაპის მიღების დროს.
- თუ იყენებთ კონდიციონერს, დაიტანეთ იგი ბოლოებსა და შუა ნაწილზე, არავითარ შემთხვევაში თმის ძირებზე.
- გამოიყენეთ თმის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ქოქოსის ან არგანის ზეთს, ალოეს ან სპირულინას.
- იკვებეთ დაბალანსებულად. მნიშვნელოვანია მიიღოთ ცილებით მდიდარი საკვები, როგორიცაა მაგალითად თევზი, კვერცხი, ლობიო და სხვა. ასევე თქვენი თმისთვის და არა მარტო, სასარგებლოა კენკრა, ისპანახი, ავოკადო, C და E ვიტამინები, ყველაფერი, რაც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენი აძლიერებს თმის ღერებს.
- სტრესი და დაძაბულობა თქვენი თმისთვისაც მავნებელია, ამიტომ ეცადეთ გათავისუფლეთ უარყოფითი ემოციებისგან.
- შეამცირეთ წყლის ტემპერატურა. ძალიან ცხელი წყალი მავნებელია თქვენი თმისთვის.
- ეცადეთ მოერიდოთ მზის ულტრაიისფერი სხვივებსაც და ისარგებლეთ თმის დამცავი საშუალებებით.
- თუ გაქვთ შესაძლებლობა, ბამბის ბალიშის ნაცვლად გამოიყენეთ აბრეშუმის. იგი იცავს თმას დაზიანებისგან.
- თუ გსურთ თქვენი თმა უფრო სწრაფად და ჯანსაღად გაიზარდოს, შეგიძლიათ ყოველ ორ თვეში შეიჭრათ ბოლოები.
თმის სწორად მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო გამოწვევაა, ამიტომ საჭიროა დავიცვათ რუტინა და გავუმკლავდეთ მას.
წყარო: goodhousekeeping.com