"დაკავება, დაპატიმრება არ არის გამოსავალი" - ომბუდსმენი "ცენტრ პოინტის" საქმეზე
ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულების უფლებების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს მათი ინტერესების დაკმაყოფილებას.
“დაკავება, დაპატიმრება არ არის გამოსავალი და ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის როცა გამოქვეყნდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ გავეცნობით იმ დეტალებს თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად ეს საკითხი არის პრობლემური და რა თქმა უნდა ის, რომ ფაქტიურად მთელი ოჯახი არის გარკვეულწილად პასუხისგებაში მიცემული, ეს რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ, ამით რა შეღავათი აქვთ დაზარალებულებს, არაფერი ფაქტიურად,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.