1991 წლის რეფერენდუმის 26 წლისთავი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის 26 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ რეფერენდუმმა საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის, მათ შორის, აფხაზთა და ოსთა ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.
"1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადა ჩვენი ხალხის, მათ შორის, აფხაზთა და ოსთა ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.
ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, განვითარებული სამყაროს თავისუფალი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის.
"ამ დღიდან ურთულესი გზა განვვლეთ და ეს გზა გრძელდება დღესაც. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მაგრამ თავისუფლებისათვის შრომა და ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, შევქმნათ არა მხოლოდ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, არამედ ასევე პოლიტიკურად თავისუფალი სახელმწიფო. მხოლოდ თავისუფლება გააერთიანებს ჩვენ მიწასაც და ადამიანებსაც, შექმნის პირობებს აქ მცხოვრები ყველა ხალხის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის. ამგვარი თავისუფლების წინაპირობა კვლავ დამოუკიდებლობის გარიჟრაზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების - დასავლური განვითარების გზის ერთგულებაა," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.