რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს - ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს
რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი საათია მსჯელობენ. ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულისთვის პროკურატურა 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ადვოკატები კი სასამართლოს რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობთ მიმართავენ. უკიდურეს კი მინიმალური ოდენობის 1000 ლარის გირაოს გამოყღენებას სთავაზობენ.
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის პირველ ნახევარში წარუდგინეს. გამოძიება მას ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ედავება. გაჩეჩილაძისთვის წარდგენილი მუხლი მსუბუქი დანაშაულის კატეგორიაში გადის და მასში არც ჯგუფური თავდასხმაა გათვალისწინებული.
დაზარალებულების პოზიცია მიუღებელია ბრალდებულის ადვოკატისთვის. ლილი გელაშვილი კვალიფიაციის შეცვლის წინააღმდეგია. მისი განცხადებით რატი გაჩეჩილაძის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული. ადვოკატის ინფორმაციით გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას მიმართ პირადი ბოღმა ჰქონდა და მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობა ან საზოგადოებრივი აქტივობა არაფერ შუაშია.
ნიკა გვარამიას შეფასებით მასზე თავდასხმა შესაძლოა სიძულვილის დანაშაულადაც შეფასდეს, ამ დასკვნამდე კი ის ბრალდებულისა და მისი ადვოკატების განცხადებების გაცნობის შემდეგ მივიდა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.