ე.წ. მოსმენების კანონზე სამუშაოდ პარლამენტში ხვალ იკრიბებიან - მესამე სექტორი საკუთარ რეკომენდაციებზე საუბრობს
სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებზე უნდა იმუშაონ.
2 პირობა - უსაფრთხოების საკითხები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომელზეც მმართველი გუნდიც და არასამთავრობოებიც თანხმდებიან, კანონმა უნდა დაიცვას, თუმცა ტექნიკურად როგორ მოხდება ამ რეგულაციების კანონში ასახვა, ამაზე მმართველი პარტიის წევრები არ საუბრობენ.
კამპანია ეს შენ გეხება დამოუკიდებელი სააგენტო შექმნას ითხოვს, რომელსაც სასამართლოს ნებართვის შემდეგ ტექნიკურად ფარულ მიყურადების განახორცილებს.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ კანონში პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებებიც უნდა გადაიხედოს.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ფარულ მიყურადებაზე უკონტროლო წვდომას ოპონენტებზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები არასამთავრობოების ინიციატივის მიხედვით რომ უნდა შევიდეს, ამას არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც აღნიშნავენ.
კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტში ხვალ პირველად შეიკრიბება. კანონმდებლობის ახალი ვარიანტი 31 მარტამდე უნდა ამოქმედდეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი, ქეთი ნადიბაიძე.