"ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ" - საქარველოს პრემიერი ისრაელის პრეზდიენტს შეხვდა
საქარველოს პრემიერ მინსტრი ისრაელის პრეზდიენტს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა რუვენ რივლინს ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა.
„ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენს გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.
ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე, რომ, ბატონო პრემიერმინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია,“ - განაცხადა რუვენ რივლინმა.
მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკურ და კულტურისა და განათლების სფეროებში. პრემიერმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.