„ეს ფაქტი არის დანაშაული,“ - ანა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შესახებ საუბრობს
„ეს ფაქტი არის დანაშაული,“ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და ამბობს და სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დანაშაულს სწორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
„ეს ფაქტი არის დანაშაული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოძიება წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად და გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. ყველა ნიუანსი, მოტივიდან დაწყებული სხვა ფაქტობრივი გარემოებებით დამთავრებული უნდა იყოს სრულყოფილად გამოკვლეული და რა თქმა უნდა, ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს ამ დანაშაულს. აქ იგულისხმება მათ შორის სწორი კვალიფიკაცია,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი ასევე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს მოთხოვნაზე და ამბობს, რომ ისინი, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, როგორც წესი, არ ითხოვენ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.