"ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ" - აკაკი ბობოხიძე
რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორიც არის მეორე მხარეს, შემეძლო მეთქვა, რომ ივანიშვილმა ნიკანორის სასამართლოზე დაბარება სპეციალურად დაამთხვია ჩვენი ფრაქციის სხდომას, იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედო და არ დაგვეყენებინა ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი - ეს განცხადება, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
მან ნიკა მელიას მიერ დღეს გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ განხეთქილებაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
„როგორც კი ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მისი სასამართლოზე დაბარებაც გათავისუფლდა. ნიკანორის ლოგიკით გამოდის, რომ ბიძინა და ნიკანორი ერთად მოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ, რადგან, დღეს ჩვენი უტვინობით, შეუთანხმებლობით და ამ შეუთანხმებლობაში სამწუხაროდ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.