მკვეთრად გაუფასურებული ლარი და დაზარალებული ბიზნესი
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად, საქართველოში უკვე ბევრი ბიზნესი დაზარალდა. ბიზნესზე უკვე მიყენებულ და მოსალოდნელ ზიანზე რუსთავი 2-თან თავად ბიზნესმენები საუბრობენ. მათი ნაწილი ხაზს მთავრობის უყურადღებობასაც უსვამს და ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ტენდერებით გათვალისწინებული პირობების გადახედვას ითხოვს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ პრობლემა მცირე და საშუალოსთან ერთად, პრობლემები მსხვილ ბიზნესსაც შეუქმნა.
ბიზნესმენების ნაწილი არ მალავს, რომ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა, ამ ეტაპზე უცხოური ვალუტის მარაგის ქონაა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობას მესიჯების საზოგადოებამდე სწორად მიტანა არ გამოსდის.
„მთავრობის გზავნილები ბიზნესისა და ეკონომიკური აგენტებისადმი უნდა იყოს უფრო კარგად გასაგები და უფრო მოლოდინებზე ორიენტირებული, რომ სწორი მოლოდინების ფორმირება მოახდინოს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს ჩვენს მთავრობას არ გამოსდის,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.
ავტორი: ანა წერეთელი, თეონა ცხომელიძე