ლარის დაწევა პრობლემა არ არის ეროვნული ბანკისთვის - პაატა კვიჟინაძე
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა საგარეო ფაქტორებითა და ემოციური ფონით არის განპირობებული. მისი განცხადებით, ლარის ინფლაციის შეჩერება ეროვნული ბანკისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
დეპუტატმა კურიერთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის საკითხს სემეკი დეტალური დაანგარიშების შედეგად გადაწყვეტს.
"ეს ვრცელი თემაა, მაგრამ ლარის დაწევა პრობლემა არ არის ეროვნული ბანკისთვის. მაგალითად, მას შეუძლია გაამკაცროს რეფინანსირების სესხები, როგორც უკრაინაში 30%-ზე აწიეს, შეამციროს ლარი მასა და ა.შ. მაგრამ ეს ეკონომიკაზე იმოქმედებს ძალიან მძიმედ, ამიტომ ეს უნდა იყო ისე დაბალანესბული, რომ ლარი ერთის მხრივ დასტაბილურდეს და მეორეს მხრივ ეკონომიკამ ზიანი არ მიიღოს,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.