"ყოველთვის მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სამეგრელოში იქნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ“ - კახა კალაძე
ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ.
ის აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების სამალავებსა და შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ კავშირს თუ ასეთი არსებობს, გამოძიება დაადგენს.
„თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სამეგრელოში იქნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. ეს რამდენიმე წლის წინ იყო, ახლა გამახსენდა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მიდიოდა საუბარი. მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი გადამალული. დაველოდით გამოძიებას, თუ რაიმე თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს ყველაფერს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიწაში დამარხული იარაღი აღმოაჩინა. მის მფლობელზე გამოძიება არ საუბრობს და ამ ეტაპზე არც იმას აკონკრეტებენ, არის თუ არა იმ პირთა წრე დადგენილი, ვისაც შესაძლოა სამალავებთან კავშირი ჰქონდეთ.