"ზეწოლა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, ვერ შეცვლის არჩევნების შედეგებს" - სალომე სამადაშვილი
საბარძოლო მასალების სამალავების აღმოჩენის ფაქტს ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. მეტიც, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები და მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის განცხადება მოსალოდნელ დაკავებაზე ზეწოლის მცდელობად აღიქმება.
"ყველანაირი ზეწოლა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ვერ შეცვლის არჩევნების შედეგს, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, თუმცა საფრთხეს შეუქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდად განვითარება, ევროინტეგრაცია. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ისინი მიიღებენ, შესაძლოა საფრთხის შემცველი გახდეს ქვეყნისთვის,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ამავე თემაზე განცხადებას აკეთებს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.
"არჩევნებამდე დარჩა 9 დღე ქართული ოცნება გვარწმუნებს, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი ხალხის გაჭირვებაზე და პრობლემებზე. 9 დღეში ეს ბოდვა დამთავრდება,"- განაცხადა დეპუტატმა კანდელაკმა.