რუსეთის პირდაპირი შეკვეთა იყო კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეები დასჯილიყვნენ - ზაზა ბიბილაშვილი
მოძრაობამ ანგარიში ივანიშვილს სამ თვიანი სამუშაო შეაჯამა. დაარსების დღიდან მათ 200-მდე საქმე შეისწავლეს, რომლებიც ძირითადად მკვლელობას, ტერორიზმსა და რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული პირები დაუკავშირდნენ, ვინც ამ ხელისუფლებას ზეწოლასა და წამებაში ადანაშაულებენ. 3 თვიან ანგარიშში 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციაზეცაა საუბარი. ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით რუსეთი მასში მონაწილე ქართველი სპეცრაზმელების დასჯას ითხოვდა, რისი განხორციელებაც ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
“რუსეთის პირდაპირი შეკვეთა და პირდაპირი მოთხოვნა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ ყოფილიყვნენ დასჯილი, რაც ბუნებრივია ვერასდროს ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლების პირობებში 2012 წლამდე. თუმცა 2012 წლის შემდეგ დაიწყო ამ ადამიანების სისტემატური დევნა და განადგურება. პროკურატურა ამ საკითხებით არ დაინტერესებულა და ჩვენ ვხედავთ იმ სიტუაციას, როდესაც პროკურატურა ინტერესდება 5-6 და 10 წლის წინანდელი საქმეებით და უფრო ძველი საქმეებით ვინაიდან ამას გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი,“ - განაცხადა მოძრაობა ანგარიში ივანიშვილს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.