"ქართუ ბანკმა" "ქართულ ოცნებას" მილიონი ლარი ასესხა
ქართუ ბანკმა ქართულ ოცნებას მილიონი ლარი ასესხა. აუდიტის სამსახური დოკუმენტაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა ბანკისგან თანხა 11 პროცენტად ისესხა. აღნიშნულ ფაქტზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები.
“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს სესხის აღებასთან დაკავშირებით თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კანონის დარღვევას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
ქართული ოცნების მცხეთის, #37 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველაფერი ხდება კანონიერების ფარგლებში და ამის გარშემო კითხვები არ უნდა არსებობდეს.
“საარჩევნო კამპანია მოითხოვს ფინანსურ დანახარჯებსაც, რესურსსაც და მე ვფიქრობ კანონის ფარგლებში შეიძლება ვთქვათ ამ კუთხითაც გარკვეული აქცენტების გაკეთება, უფრო მეტი ფინანსების მოზიდვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონის ფარგლებში ზის და კითხვები ამის გარშემო არ უნდა არსებობდეს“ - აღნიშნა ხუნდაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს თუმცა, აღნიშნავს, რომ პარტიებს აქვთ უფლება ერთ მილიონ ლარამდე ისესხონ ბანკებიდან.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.