"ქართულ ოცნებას" შეუძლია თქვას, რომ მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, უფასო ფული" - მიხელ მაჭავარიანი
ქართუ ბანკის მიერ ქართულ ოცნებისთვის ნასესხებ მილიონ ლარზე საუბრობენ ოპოზიციის წევრები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ივანიშვილი ქართულ ოცნებას დაბალ პროცენტში ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე აძლევს სესხს.
“ბიძინა ივანიშვილი გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ნერვიულობს 8 ოქტომბერზე, აი ასეთ დაბალ პროცენტში აძლევს სესხს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე ქართულ ოცნებას. ქართულმა ოცნებას და მის ხელმძღვანელობას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ მან მიიღო ბიძინა ივანიშვილის დაპირება, უფასო ფული. შემიძლია ექსპერიმენტი ჩავატარო. სამ დიდ ბანკს მივწერ და რომელი მოგვცემს უზრუნველყოფის გარეშე ასეთ სესხს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მათ სესხის აღებაზე უარი ბანკებში არსებული განწყობის გამო თქვეს.
“არის ამგვარი არათანაბარი მდგომარეობა შექმნილი. ვფიქრობდით სესხის აღებას რომელიმე კომერციული სტრუქტურიდან, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ სწორედ ამის გამო. წინასწარ ვცადეთ გაგვერკვია ამ მიმართულებით ბანკებში განწყობები და შესაბამისად გადავწყვიტეთ ამაზე უარის თქმა,“ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, მათ პარტიას ყველა ბანკმა საარჩევნოდ კრედიტის გაცემაზე უარი უთხრა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.