სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. პროექტს ქართულ-ირანული კომპანია ჯეოპარსი განახორციელებს.
პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტრო ქიმიის საწარმო და ლოჯისტიკური ცენტრი. მილიარდნახევრიან პროექტზე ათას 500 ადამიანი დასაქმდება.
"ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.