"რას იფაფხურებენ, ვერაფერს მიაღწევს ვერავინ" - პრემიერი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს
საქართველოს პრემიერმინისტრი ქვეყნაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
პრემიერს მიაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ. ხალხს ჭირდება დღეს სტაბილურობა, მშვიდობა და ნათელი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ქართული ოცნება იძლევა. რას იფაფხურებენ, ვერაფერს მიაღწევს ვერავინ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, რომ ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის, გამჭვირვალე არჩევნები და ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის. ასე, რომ ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, საქართველო, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.