საქართველოში უნდა დასრულდეს კლასიკური კოლონიური ინტელიგენციის დრო - შალვა ნათელაშვილი
"საქართველოში უნდა დასრულდეს კლასიკური კოლონიური ინტელიგენციის დრო", - ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე გააკრიტიკა.
„კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, - ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. მიშას გვერდზეც ესენი იდგნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დგანან. ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია და მათი დრო უნდა დამთავრდეს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და თქვა, რომ ეს პირები „კუჭიერებაზე გადასული“ ადამიანები არიან.
ნათელაშვილმა გადაცემა არჩევანში მისი პარტიის წევრები წარადგინა და თქვა, რომ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს „ქარიზმატული, ავტორიტეტული და მიმზიდველი ლიდერი“, თუმცა, მისივე თქმით, "ერთი ლიდერი, როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე ერთი ლიდერი ვერაფერს უშველის".