"ნუ ვაქციეთ ევროკავშირი და ნატო ოპიუმად ხალხისათვის," - შალვა ნათელაშვილი
"ხალხს ნუ ვატყუებთ და ნუ ვაქციეთ ევროკავშირი და ნატო ოპიუმად ხალხისათვის,"- ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მისი პარტიის საგარეო კურსზე გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით რეალურ ნაბიჯებს არ დგამენ.
„არავითარი ინტეგრაციის პროცესი ნატო-სა და ევროკავშირში არ მიდის. ამ ხელისუფლებამ გააკეთა ერთადერთი რამ, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შალახოს ფონზე, რომელი შალახოც არის არა ქართული. თვითონ ასოცირება მოახდინეს. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და სიმდიდრის გადასახადს იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში და აქ მის მიერ მოტყუებული და გადაგდებული ხალხი შიმშილით იხოცება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელის მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში არ იღებენ და პოლიტიკოსები მოსახლეობას ცრუ დაპირებას აძლევენ.