"მთავრობა ცდილობს გამალებით, რომ დესტრუქციული გახადოს საკონსტიტუციო სასამართლო,"- გოკა გაბაშვილი
"მთავრობა ცდილობს გამალებით, რომ დესტრუქციული გახადოს საკონსტიტუციო სასამართლო,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი გოკა გაბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებას თვითაცილების შუამდგომლობის შესახებ.
გაბაშვილის თქმით ხელისუფლება ცდილობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ მიიღოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
"მთავრობა ცდილობს გამალებით, რომ დესტრუქციული გახადოს საკონსტიტუციო სასამართლო, მთლიანად მოარყიოს ეს ინსტიტუტი და ამ მიზნით განახორციელოს ზეწოლა. ცდილობენ ისეთი სქემების მოფიქრებას, რის შედეგადაც ეს ინსტიტუტი ვერ იმუშავებს. ყველა მცდელობაა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ მიიღოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,"- აცხადებს გაბაშვილი.
რეპუბლიკურ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ მოსამართლე ფაფიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ამ შემთხვევას შევადარებდი ურთმელიძის საქმესთან. ზუსტად იგივე შემთხვევაა, თუმცა ქალბატონმა ლალიმ მართლმსაჯულების ნდობის ინტერესით იხელმძღვანელა და დაყენა თვითაცილების შუამდგომლობა. ვითარება ახორციელებს იმას, რომ შანტაჟი ვერ განხორციელდა თუ ეს მცდელობა იყო,"- აცხადებს დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.