ხალხს გაღარიბებას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დაპირებია - თინა ხიდაშელი პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებს
„ჩვენ გაგაღარიბებთო არც ერთი პოლიტიკურ პარტია არ დაპირებია ხალხს,“ - პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო დაპირებებს დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები სოციალური დახმარების კუთხით მსგავს დაპირებებს არ უნდა გასცემდნენ.
„ამოვარდნილია ყოველგვარი პოლიტიკური განზომილებიდან, როდესაც პოლიტიკური პარტია ადამიანებს ჰპირდება სოციალური დახმარების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობას შევთავაზოთ მეტი დასაქმების პროგრამა, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შემოსავალი. სოციალური დახმარებ ეს არის ყველაზე უკიდურესი ფორმა. რაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ბურჭულაძისგან სხვა არაფერია, თუ არა შეხმიანება იმ ადამიანებისთვის რომლებიც ამბობენ, რომ სოციალური დახმარება მაინც დამინიშნონ თუ არაფერი შემიძლიაო. ეს უბრალოდ სირცხვილია, მე ვფიქრობ, რომ ასეთ განცხადებებს პოლიტიკური პარტიები არ უნდა აკეთებდნენ. ის ნამდვილად რეკორდსმენია 25 წლიან ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში - ასეთი რამ, რომ გაგაღარიბებთ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეპირებია არავის,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.