ეუთოს მისიამ 8 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებლად მუშაობა დაიწყო
8 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებლად ეუთო-ს მისიამ მუშაობა ოფიციალურად დღეს დაიწყო. ამ ეტაპზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს თბილისში 12 ექსპერტი ყავს, მათ სულ მალე 26 გრძელვადიანი დამკვირვებელი დაემატებათ. საპარლამენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 350 მონიტორი გაუწევს მეთვალყურეობას.
ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის ოფისის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეისწავლიან, წინასაარჩვენო პროცესში და მის მერეც. სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან კორცხელის ინციდენტზე რეაგირებას დღესაც ელოდება.
სადამკვირვებლო მისია ეყოლებათ 8 ოქტომბერს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არჩვენების შესახებ პირველ დასკვნას 9 ოქტომბერს წარადგენს. საბოლოო შეფასებას კი ყევლაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ გაასაჯაროებს.
ავტორი: ნათია გოგსაძე.