საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესები პოლიტიკური სპეკულაციებია - კახა კალაძე
ენერგეტიკის მინისტრი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა გადაცემა P.S-ში გასულ სიუჟეტს საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშილის დედასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედის, ტატიანა ახვლედიანის შესაძლო კავშირს სამართალდარღვევასთან. კერძოდ, დოკუმენტების გაყალბებას იმ სანოტარო ბიუროს მიერ, რომელშიც ლალი ფაფიაშვილის დედა მუშაობს.
მან ასევე აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ ვითარებაზე დაწყებულია გამოძიება.
“საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესები, ეს აშკარად იკვეთება და ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, თავიდან როცა მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება მაშინვე ვთქვი, რომ არსებობდა ამის საფუძვლიანი ეჭვი. თუმცა, საუბარი იყო კონკრეტული მოსამართლეების ზეწოლაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები ამასთან დაკავშირებით. დაწყებულია გამოძიება, თუმცა პარალელურად, ჩვენ ვისმენდი განცხადებებს მოსამართლეების მხრიდან, რომ არანაირი ზეწოლა, თვალთვალი მათზე არ მიმდინარეობდა და აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.