კვირიკაშვილის პირველი გამოსვლა პრემიერის რანგში ევროსაბჭოში და დეპუტატების მწვავე შეკითხვები
ევროსაბჭოს ასამბლეაზე პრემიერმინისტრის გამოსვლა 25 წუთს გაგრძელდა. გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადამიანის უფლებებზე ამ რეგიონებში. პრემიერმა მთავრობის ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება დაასახელა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. დეპუტატთა კითხვები ფარული კადრების გავრცელებასაც შეეხებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სკანდალური ვიდეოკადრების წინასაარჩევნოდ გავრცელების შესახებ შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს ლიბერალებმა დაუსვეს.
ევროპელი დეპუტატების კითხვები რუსულ პროპაგანდასაც ეხებოდა. სტრასბურგში ესტონელმა დეპუტატმა გიორგი კვირიკაშვილთან იმის გარკვევა სცადა, თუ რატომ ხდება საქართველოში რუსული ტელეარხების დაფინანსება.
გიორგი კვირიკაშვილს მოახლოებული საპარლამენტო ასამბლეის წინ განმარტებების გაკეთება იმაზეც მოუხდა, თუ რატომ არ განხორცილდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა და რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. პრემიერმა ევროსაჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ცალკეული ინიციატივების მიუხედავად ხელისუფლება ცვლილებების განხროციელებას ვერ ასწრებს.
კიდევ ერთი თემა რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეა. გიორგი კვირიკაშვილს ამ თემაზე კითხვა ლიტველმა დეპუტატმა დაუსვა. პრემიერი ევროსაბჭოს წევრების დარწმუნებას ცდილობდა, რომ ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის გულშემატკივარია.
ავტორები: თამარ ნუცუბიძე, ნათია გოგსაძე.