"ქართული ოცნების" "ბებერი ნიანგები"-არმაზ ახვლედიანი საარჩევნო სიაზე საუბორბს
ქართული პოლიტიკური სპექტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს ქართულ ოცნებაშიც. მმართველი გუნდის საოცნებო სია, რომელიც სავარაუდოდ ჯერ დამუშავების სტადიაშია, უკვე იქცა განხეთქილების თემად თავად პარტიაში.
პარტიის ცნობილ სახეებს დღეს ერთმანეთის შეფასებისას ყველაზე ხშირად გარეული ცხოველები ახსენდებოდათ დაწყებული ნიანგებით და დამთავრებული ციყვებით.
ქართული ოცნების ე.წ. ბებერი ნიანგები, არმაზ ახვლედიანის შეფასებით მომავალ არჩევნებში მმართველი პარტიის მესაფლავეები გახდებიან. პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ე.წ. ახალი სახეები, რომლებსაც მმართველი გუნდი ამომრჩევლებს შესთავაზებს, მხოლოდ სიახლის იმიტაციაა და სინამდვილეში ქართულ ოცნებას ისევ რეტროგრადები მართავენ.
ქართული ოცნების მომავალი ახალი სახე, რომელსაც პარტია სავარაუდოდ ყრილობის შემდეგ წადგენს, ყოფილ აღმასრულებელ მდივანს შეფასებებში არ ეთანხმება. მიხეილ დონდუა ამბობს, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველს, ძველი და ახალი გუნდის ერთობლიობას შესთავაზებს:
ქართული ოცნების სავარუდო ახლა სახეებს, ოფიციალური შეთავაზება პარტიის ლიდერებისგან ჯერ არ მიუღიათ. ახალ კანდიდატურებს მმართველი გუნდი სავარაუდოდ, 14 მაისს, ყრილობის შემდეგ წარადგენს.
ავტორები: თამარ ბაღაშვილი, დათუნა მაისურაძე