ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს
რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფალი დემოკატების ერთ ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავადსახმას იძიებს. სამართალდამცველებისთვის ჯერ ჯერობით უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინც ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის ადგილიდან კრიმინალისტებმა სავარაუდოდ 5 მასრაამოიღეს, დეპუტატს კი 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუატრადა. თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანსს სამი ცეხლნასროლი ჭრილობა კიდურებზე აქვს და და თავი ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებული. ექიმების განმარტებით მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მთელი დღის განმავლობაში ვაკე საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილეაში იკითხებიან თვითმხილეველები და თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილთან ერთდ მყოფი მისი სამ მეგობარი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უცნობია აქვს თუ არა გამოძიებას დეპუტატზე თავდასხმიის გამოკვეთილი მოტივები და არსებობს თუ არა საავარაუდო ბრალდებულთა სია.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი