მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში-ხელმძღვანელი შესაძლოა 3 უწყებაში შეიცვალოს
სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო და მარტიდან ხელმძღვანელები 3 უწყებაში შეიცვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი შესაძლოა, პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დაიკავოს, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯი-ეიჩ-ენ-ის იფორმაციით, ფინანსთა მინისტრი უნდა შეცვალოს. ამ ვერსიით, ნოდარ ხადური მთავრობაში პოსტს კარგავს. შესაძლოა ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეეხოს.
ინფორმაცია მთავრობაში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ უცნობია თავად მინისტრებისთვის. სამთავრობო ცვლილებების მოლოდინი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამ გადაადგილებებითაც არსებითად არაფერი შეიცვლება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.