290 ათასი ოჯახი თბილისში კომუნალური ვაუჩერების გარეშე-ცვლილებები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში
290 ათასი ოჯახი თბილისში კომუნალური ვაუჩერების გარეშე რჩება. ცვლილება თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში შედის, რომლის მიხედვითაც კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება დაახლოებით 14 მილიონით მცირდება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ასეთი ეკონომიკური პარამეტრები დედაქალაქს ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ჰქონია. პროექტი უკვე შესულია დედაქალაქის საკრებულოში და მისი დამტკიცება უახლოეს სხოდმაზე იგეგმება. საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში მერია 14 მილიონს დაზოგავს, თუმცა იმ 290 ათასი ოჯახის ხარჯზე, რომელიც ცვლილებების შემდეგ დახმარების გარეშე დარჩება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა კომუნალური ვაუჩერის გაუქმების შესახებ ინფომრაცია, მერობის ყოფილი კანდიდატისგან მიიღეს. ნიკა მელია გადაწყვეტილებას ათიათასობით ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ, უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ზურაბ მანაგაძე